ტრენინგები, სემინარები და ანგარიში

 2014 წელს

1.    ტრენინგის დასახელება:



ინკლუზიური განათლება.

·         ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო).

·         ტრენინგის ჩატარების ადგილი:  ხაშურის #3 საჯარო სკოლა


·        ტრენინგის ხანგრძივობადღე (20 საათი).

2.    მიზანი და ამოცანები


·   მიზანი:

ინკლუზიური განათლება განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთასწავლების სტრატეგიები

ამოცანები:

1. პროგრამის პრეზენტაციასსსმ მოსწავლეების ტიპები (I სესია – 1 საათი 30 წუთი)

2.  ეროვნული სასწავლო გეგმა (II სესია – 2 საათი)

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (III სესია – 1 საათი 30 წუთი)

4.  განათლების პოლიტიკა (IV სესია – 2 საათი)

5.  პედაგოგიური შეფასება (V სესია – 2 საათი)

6.  განვითარების დარღვევებიგონებრივი ჩამორჩენილობადასწავლის უნარის დაქვეითება (VI სესია – 2 საათი)

7.  დისლექსიააუტიზმი (VII სესია – 2 საათი)

8.  ბავშვთა ცერებრალური დამბლაეპილეფსიაქრომოსომული დარღვევებ, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (VIII სესია– 2 საათი)

9.  ყურდღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (IX სესია – 2 საათი)

10.  ადაპტირებული გაკვეთილები (X სესია – 3 საათი)


3.    რეზიუმე
 პროგრამის პრეზენტაციასსსმ მოსწავლეების ტიპები


ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარითავიშემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაციამოკლედ გაგვაცნო თითოეული დღის წესრიგი.ტრენერმა ისაუბრა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზეგაგვაცნო სსსმ მოსწავლეების ტიპებიტრენინგისმონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვებიასე წარიმართა დისკუსია.

·         ეროვნული სასწავლო გეგმა

მეორე სესიის დროს ტრენერმა ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელობის შესახებგანვიხილეთ მისი ძირითადისაკითხებიშემდეგ ტრენინგის მონაწილეები გადავნაწილდით ჯგუფებში და თითოეულმა ჯგუფმა მასალის გამოყენებითგანიხილა ეროვნული სასწავლო გეგმის სხვადასხვა პუნქტები და წარუდგინა დანარჩენ მსმენელებს.

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა


ამ აქტივობის დროს ტრენერმა ისაუბრა ინდივიდუალი სასწავლო გეგმის შედგენაზეფორმაზეკომპონენტებზე დამონიტორინგზე.  მონაწილეები დავიყავით ჯგუფებად და ვიმუშავეთ ინდივისუალური სასწავლო გეგმის საჭიროებათაანლიზზე და სამოქმედო გეგმაზეთითოეულმა ჯგუფმა წარადგინა საკუთარი ნამუშევარი.

      განათლების პოლიტიკა


აღნიშნული სესიის დროს ტრენერმა ისაუბრა განათლების პოლიტიკის მნშივნელობაზედაისვა ბევრი შეკითხვაიყოდისკუსიააზრთა გაცვლა-გამოცვლა.

·         პედაგოგიური შეფასება


აღნიშნულ სესიაზე განვიხილეთ სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში პედაგოგიური შეფასების შესახებმისმნიშვნელობაზეშედეგებზეშეფასების ტიპებზედაგეგმვაზეპროცესზე და საბოლოო შედეგებზე.

·         განვითრების დარღვევები (გონებრივი ჩამორჩენილობადასწავლის უნარის დაქვეითებადისლექსიააუტიზმი ,ბავშვთა ცერებრალური დამბლაეპილეფსიაქრომოსომული დარღვევებ, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომიყურდღებისდეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი)

აღნიშნული სესიების დროს ტრენერმა გაგვაცნო სხვადასხვა დარღვევების მქონე პირების შესახებ ინფორმაციავნახეთვიდეოფილმები და პრეზენტაციები და განვიხილეთ განვითრების დარღვევებირომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს სსსმმოსწავლესკერძოდ კი დარღვევის თავისებურებები და მისი გავლენა მოსწავლის სწავლაზესწავლების ზოგადისტრატეგიები (აღწერილი მარზანოს და კოლეგების მიერდა მათი გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე მოსწავლეთა სწავლებისას.


·         ადაპტირებული გაკვეთილები


ბოლო სესიის დროს განვიხილეთ ადაპტირებული გაკვეთილები - გაკვეთილები ზოგადსაგანმანათლებლო კლასისთვისსადაც ირიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (ადამიანის სხეულის ნაწილებიქართულიენა და ლიტერატურამათემატიკის სტრატეგიებიჩვენი საქართველოკეთებით სწავლებამეტაფორამსგავსება,მულტისენსორული მიდგომაპრობლემური ქცევა და ქცევის მართვის სტრატეგიები წერისა და კითხვის სწავლებისსტრატეგიებიშეჯამება და ჩანაწერების გაკეთება).



4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება


აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისადეტალურად გავეცანი ინდივიდუალური სასწავლოგეგმის შედგენის დეტალებს და სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპებს.

ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და ახალი იდეებისინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

აუცილებლად გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით.

  კონფერენცია –Macmillan Education 

ადგილი– გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიზანიკითხვის, მეტყველების წერისა და მოსმენის უნარებს ასევე ასწავლის გრამატიკას და მის აქტიურ გამოყენებას

2015 წლის 15 ივლისი „ მაკმილანის ‘’ გამომცემლობის ორგანიზებით  ჩატარდა  საგანმანათლებლო კონფერენცია -სემინარი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში .რომელიც წარმართა  სახელმძღვანელო „Gateway” -ის ავტორმა  დევიდ სპენსერმა, მან ისაუბრა სახელმძღვანელოს წარმატებულ გამოყენებაზე, მასში არსებული აქტივობების  შესრულების  სხვადასხვა მეთოდებზე და ბოლოს უპასუხა მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია საშუალო საფეხურისათვის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელთათვის რომელიც ავითარებს მოსწავლეებში კითხვის, მეტყველების წერისა და მოსმენის უნარებს ასევე ასწავლის გრამატიკას და მის აქტიურ გამოყენებას, სახელმძღვანელოს ახლავს სამუშაო რვეული რაც ხელს უწყობს მოსწავლეების უნარების დახვეწას და ცოდნის გაღმავებას


ანგარიშის შინაარსი: intel education viewer

ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება 

პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო გაგვეცნო INTEL-ის სგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას.

ნაწილი 3 - რეზიუმე

          ტრენინგი მიმდინარეობდა  ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლაში 2013 წლის 24 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათლით. ტრენერი – ნათია მაისურაძე.
          ტრენინგი მიმდინარეობდა  ცხრა  დღის განავლობაში.
          პირველ სამუშაო დღეს გავეცანით პროექტის გეგმას, ვნახეთ ინტელის მიერ მომზადებული ვიდეოფაილი. ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზნით შევქმენით საქაღალდე. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ შეფასებების საქაღალდეში. გავეცანით პროექტის გეგმას და შესაბამისად შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე მოხდა პორტფოლიოს რუბრიკის გაცნობა და შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.
          ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია. გავეცანით გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოვახდინოთ საზოგადოების (მშობლების, მოსწავლეების...) ინფორმირება ჩვენს მიერ დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობასთან დაკავშირებით. შემდეგ გავეცანით ბროშურების და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები. ვიმუშავეთ ბროშურის მომზადებაზე
          Intel-ის ტრენინგის მესამე დღე: ვინაიდან წინა სატრენინგო დღის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული იყო ბლოგზე რეფლექსია დღეს გავაკეთეთ. ბლოგებთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა: ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, ბლოგის დიზაინის შეცვლა, ჩანართების გაკეთება. ყოველივე ამის შემდეგ გადავედით Intel-ის მეორე მოდულზე, სასწავლო პროექტების დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი). ბოლო საინტერესო აქტივობა იყო დოკუმენტის გაზიარება google drive-ის მეშვეობით.
          2013 წლის 7 დეკემბერი. კიდევ ერთი საინტერესო და სამუშაოებით დატვირთული დღე. დღის დასაწყისში გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია, რის შემდეგაც ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო დღის საკმაოდ "პუტკუნა" სამუშაო გეგმა. მოვახდინეთ საქაღალდეების ორგანიზება, ვაწარმოეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი  და რაც მთავარია დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. კონკრეტულად შევავსეთ გეგმის შემდეგი განყოფილებები: პროექტის თემის ავტორი, თემის მონახაზი, თემის საფუძვლები (სტანდარტები და ინიკატორები), მოსწავლეების სწავლის შედეგები, განვსაზღვრეთ კონკრეტული პროექტის ზოგადი, თემატური და შინარსობრივი კითხვები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და საბაზისო უნარ-ჩვევები.
          მეხუთე სატრენინგო დღე. ტრენინგი დაიწყო სამუშაო გეგმის გაცნობით. ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებების შესახებ, ამის შემდეგ ვიმუშავეთ ციტირებულ დოკუმენტზე, რომელიც შემდეგ მოვათავსეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში. გავაკეთეთ პროექტის გეგმის საპრეზენტაციო სლაიდები PowerPoint-ში, რომელიც საბოლოოდ განვათავსეთ ბლოგზე. ბოლოს "მივჩეკეთ" პროექტის ჩეკლისტი. მივიღეთ საშინაო დავალება და გავეშურეთ სახლში.
          მეექვსე სამუშაო დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ნიმუშზე და შევავსეთ შეფასების გეგმის მოკლე მონახაზი, რომელიც ძირითადად ემყარებოდა შეფასების დროის ჩარჩოში ჩვენს მიერ დაგეგმილ შეფასების სტრატეგიებს. ბოლოს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც განვათავსეთ, ჩვენს საქაღალდეში. მივიღეთ საკმაოდ მძიმე საშინაო (უფრო საშინელი) დავალება და გავემართეთ შინისაკენ.   
          მეშვიდე სამუშაო დღეს ტრენერმა როგორც ყოველთვის ჩვეული შემართებით გაგავაცნო დღის გეგმა. შემდეგ საკმაოდ კარგი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დავუბრუნდით პროექტის გეგმებს სადაც შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი ველი. ამ ყველაფრის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლის მხარდაჭერის საკითხებზე (სკაფოლდინგი) და დავამუშავეთ ჩვენთვის სასურველი მოსწავლის მხარდაჭერის შაბლონი.
          მერევე სამუშაო დღეს ტრენერმა გაგვაცნო   დღის მიზნები და ჩვენც შესაბამისად გეგმის მიხედვით ვიმუშავეთ:

1.
ფასილიტაციის დოკუმენტზე
2.
მოსწავლეთა თვითრეგულირების უნარების რუბრიკაზე
3.
პროექტის გეგმაზე        
          ჩვენი ძალიან ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგის ბოლო დღე. დაუღალავმა ნათიამ ენერგიულად გაგვაცნო დღის გეგმა და დაიწყო... პირველ რიგში გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები და შევამოწმეთ იყო თუ არა ყველა საჭირო ფაილი ადგილზე. აღმოჩნდა, რომ იყო. შემდეგ მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდის გადატანა ბლოგზე.   სამუშაო დღის მეორე ნახევარში დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმების პრეზენტაცია. თითოეულ გამომსვლელს უფლება მიეცა 6 წუთის განმავლობაში მოეხდინა თავისი პროექტის გაცნობა.
         ტრენინგი დასრულდა....
          ნათიამ ჩვენდა მოულოდნელად სერთიფიკატები ადგილზევე გადმოგვცა...
თბილი სიტყვებით და სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ამით საინტერესო ტრენინგი დასრულდა.

ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

განათლების სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს  დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისათვის.  თითოეული ტრენინგი  წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში.  იგი გვეხმარება შევიძინოთ  ახალი,  ორგანიზება გავუკეთოთ არსებულ ცოდნას ასევე ვითანამშრომლოთ სხვა სკოლების პედაგოგებთან, გავიცნოთ მათი მუშაობის სტილი, აქტივობის ფორმები  და სხვა.  ასე იყო ამ ტრენინგზეც.  ფაქტობრივად, ჩემთვის ყველა, პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხი ამომწურავად გაეცა.

ხელმოწერა: ნ. გელაშვილი
თარიღი:    23.12.2013

 

ANIMOTO


     1.     ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება:  ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება "ანიმოტოს" გამოყენებით

·                     ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ტრენერი ნათია მაისურაძე
·                     ტრენინგის ჩატარების ადგილი: შიდა ქართლი, ხაშურის # 6 საჯარო სკოლა
·                     ტრენინგის ხანგრძივობა:  1 დღე (4 საათი). 
თარიღი –9 აპრილი, 2014 წელი
2.   მიზანი და დღის წესრიგი:
·                     მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - ფაილების მომზადებას პროგრამა  „ANIMOTO“ -ს გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:

·        ელექტრონული რესურსების ეფექტუად გამოყენება სასწავლო პროცესში (აუდიო და ვიდეო საშუალებები)
·        ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით.
·        ვებ 2.0 ტექნოლოგიების საშუალებები, მისი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნა და ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
·        ვებ პროგრამა Animoto-ს საშულებით ვიდეო მასალის შექნა და მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
·        პროგრამა Microsoft office Picture Manager–ის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის;
·        FVD DOWNLOADER-ის დაყენება და მართვა.
·        აქივებთან მუშაობა.

·                     დღის წესრიგი:
Ø  წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
Ø  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø  ისტ - თ გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ
Ø  რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. – 10 წთ
Ø  D - GP - IP - პროგრამა ANIMOTO -ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი -  45 წთ
Ø  შესვენება - 20წთ
Ø  ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
Ø  ვიდეო - ფაილების შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში 15 წთ
Ø  D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის გადატანა, გაზიარება და გადაგზვანა, სოციალურ სივრცესა თუ ელ. ფოსტაზე- ინსტრუმენტების გაცნობა 20წთ
Ø  პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო 30წთ
Ø  შესრულებული დავალებების პრეზენატაციატრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი    - 30 წთ.
Ø  გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  - 10წთ
Ø  ტრენინგის შეფასება  - 10 წთ
3.   ტრენინგის მსვლელობა:
·                     წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ  შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·        ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა ANIMOTO -ს საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში,დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
·                     ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
·        რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალაჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·        D - GP - IP -პროგრამა ANIMOTO-ს ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი. ტრენერმა განმარტა,  რომ ANIMOTO არის ვიდეო ფაილების დამზადების უფასო პროგრამა,  დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს პროგრამა ანიმოტოში მუშაობა, რეგისტარციის გავლა და ვიდეო- ფაილების შექმნა, მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, შექმნილი ვიდეო ფაილების რედაქტირება, კადრების კოპირება, შებრუნება, ფონის დაყენება, ამოჭრა, წაშლა და მათი შენახვა საკუთარი ვიდეო-ფაილების საცავში. გვაჩვენა როგორ შეიძლება ელ.ფოსტით შექმნილი ვიდეო ფაილის გადაგზავნა, მათი სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, გვასწავლა fvd downloader პროგრამის დაყენება და მისი საშუალებით ანიმოტოდან ვიდეო ფაილის გადმოწერა კომპიუტერში, ასევე დეტალურად აგვიხსნა პროგრამა Picture Manager-ში მუშაობა, სურათების რედაქტირება, ზომის დაპატარავება, ფერების შეცვლა, წითელი თვალის ეფექტის მოხსნა, სურათიდან საჭირო ადგილის ამოჭრა, შევასრულეთ დამოუკიდებლად ტრენერის მიერ მომზადებული სავარჯიშეობი, ტრენერი ინდივიდუალურად მუშაობდა ყველა მსმენელთან, აძლევდა რეკომედაციებს და პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
·                     შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
·                     ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
·                     ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, წინასწარ კომპიუტერში სამუშაო მაგიდაზე დაგვხვდა საქაღალდე სადაც იყო განთავსბეული სხვადასხვა სურათები, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო -  ფაილს  და გადავუგზავნიდით ტრენერს ელ. ფოსტით.
·                     პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
·                      შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ, შესაბამისად ტრენერი ამოწმებდა ყველას მონაწილის მიერ შესრულებულ დავალებას, მონაწილეები მათ მიერ შექმნილ ვიდეო ფაილის პრეზენატციას ახდენდნენ წყვილებში და უგზავნიდნენ ერთმანეთს ელ. ფოსტით.
·                     დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  ტრენინგის ბოლოს  მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებმა აღნიშნეს, რომ შესწავლილს აქტიურად გამოიყენებდნენ თავიანთი კლასების ვიდეო მასალის დახარისხებისთვის.
·                     ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება, ტრენინგის მსველობის პრეცესში უკვე დაიწყეს ზრუნვა მსმენელებმა, თუ როდის, რომელი გაკვეთილისთვის და სასწავლო პროექტისთვის გამოიყენებნენ ამ პროგრამას
·                     4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
·                     ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინეტრესო იყო,  მომეწონა პროგრამა ANIMOTO და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.

·                     აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

No comments:

Post a Comment